აქცია თბილისის მერიასთან - თავისუფალი დემოკრატების გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ამირან გიგუაშვილმა მერიის წინ „ჩეჩმა“ მიიტანა, რომელზეც გაკეთებულია წარწერა: "ფრთხილად იოცნებე, ფეხი არ ჩაგივარდეს."
გიგუაშვილი გლდანში მცოვრებ მოქალაქეებთან ერთად, გიორგიწმინდაში არსებულ ვითარებას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეების თქმით, უკვე რამდენიმე წელია არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა, რაც მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას ქმნის.
მათ არაერთხელ მიმართეს გამგეობას და პრობლემის მოგვარება სთხოვეს, თუმცა არც მათ თხოვნას და არც პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია. მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა 3000-მდე ოჯახს აწუხებს.
აქციის მონაწილეები პრობლემის დროულ მოგვარებას ითხოვენ.