20 ნოემბერი 2024,   00:57
ვრცლად
"პარტიზანი მებაღეები" თბილისის მერიასთან აქციისთვის ემზადებიან

პარტიზანი მებაღეები თბილისის მერიასთან დღეს დიდი აქციისთვის ემზადებიან. ამ წუთებში აქტივისტები და მათი მხარდამჭერები უკვე ადგილზე არიან  მობილიზებული. მათი მოთხოვნა, ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი პირების გადაყენების თაობაზე, უცვლელია.  

“დაიწყება გამოსვლები და გამოვლენ არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორის და ისე ინდივიდები, რომლებიც უბრალოდ მხარს გვიჭერს. შემდეგ გვექნება აუქციონი, სადაც გავყიდით წინა აქციაზე, აქვე დახატულ ნამუშევრებს და ეს თანხა მოხმარდება ქალაქში ხეების დარგვას და შემდეგ გვექნება ცოცხალი მუსიკა ქართველი მუსიკოსების, ჰიპ-ჰოპის და რეპის ჟანრში, რომელიც თემატურად ეხება დღევანდელ მდგომარეობას“ - განაცხადა პარტიზანი მებაღეობის დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი  

დღის ამბები