თბილისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ მერიის ეკოლოგიის სამსახურის საქმიანობის შესახებ კითხვები დასვა. დეპუტატებმა მოითხოვეს კონკრეტული ინფორმაცია იმ რეორგანიზაციის შესახებ, რომელიც მერიამ დაანონსა.
ოპოზიციას ამ პროექტთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს. მათი თქმით, სამსახურის სახელის და სტრუქტურის შეცვლა თბილისის ეკოლოგიურ პრობლემებს ვერ გადაჭრის.
„ვინმემ შეიძლება დაგვისაბუთოს რა ბრალი მიღძვოდა გამწვანების სამსახურის ახლანდელ სტრუქტურას იმაში, რაც ყაზბეგის გამზირზე მოხდა, რა პირდაპირი კავშირია სტრუქტურულ ცვლილებასა და თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შორის, რომელიც უკანონო აღმოჩნდა,“- განაცხადა საკრებულოს ნაციონალრი მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ.