ამ წუთებში თბილსის მერიასთან პარტიზანი მებაღეების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი თბილისელები მოსახლეობას მიმართავენ. ასევე გაიმართა აუქციონი, სადაც გაიყიდით წინა აქციაზე, ადგილზე დახატულ ნამუშევრები, თანხა მოხმარდება ქალაქში ხეების დარგვას.
ცოტახანში მერიასთან აქცია-კონცერტიც გაიმართება, სადაც ქართველი მუსიკოსები, ჰიპ-ჰოპის და რეპის ჟანრში, თემატურა მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ.
პარტიზანი მებაღეების მოთხოვნა, ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი პირების გადაყენების თაობაზე, უცვლელია.