20 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
აქცია მერიასთან - "პარტიზანი მებაღეები" ბავშვებისთვის ეკოლოგიურ კლასებს შექმნიან

ამ წუთებში თბილისის მერიის წინ აქცია დასრულებულია. შარტავას ქუჩაზე ხალხმრავლობა იყო, სადაც პარტიზანი მებაღეების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას დედაქალაქის მოსახლეობაც შეუერთდა.

ეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი პირების გადადგომის მოთხოვნით დაანონსებულ შეკრებას საზოგადოების ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ. ქალაქის მწვანე ნარგავების ჭრასთან ერთად, ისინი თბილისში მიმდინარე ქაოსურ მშენებლობებსაც აპროტესტებდნენ. აქცია ბოლოს კონცერტით დასრულდა.

“დღევანდელი აქცია ჩატარდა ძალიან წარმატებულად მოვიდა თითქმის ყველა ის ადამიანი, ცოტა მეტიც კი, ვისაც ველოდით. შეგროვდა ძალიან ბევრი ხელმოწერა და შეგროვდა საკმაოდ სოლიდური თანხა ნერგების დასარგავად“ - განაცხადა პარტიზანი მებაღეობის დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ.

მისივე თქმით, ისინი ორშაბათიდან ბავშვებისთვის იწყებენ ეკოლოგიურ კლასების შექმნას, სადაც მათ ასწავლიან ხეების დარგვას მათ გარჩევას ერთმანეთისგან.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

დღის ამბები