20 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
დღეს ბათუმობა აღინიშნება

დღეს ბათუმობა აღინიშნება. სახალხო დღესასწაულის ტრადიცია რამდენიმე წლის წინ აღდგა, წელს ბათუმობა ორ დღეს გაგრძელდება. ქალაქი საგანგებოდ მოემზადა. მემედ აბაშიძის გამზირი 2 ათასი ფერადი ქოლგით მოირთო. სხვადასხვა ღონისძიებას ქალაქი სხვადასხვა უბანში უმასპინძლებს.

სანახაობების მთავარი ადგილები იქნება ევროპის მოედანი, ანბანის კოშკი, 6 მაისის პარკი. გაიმართება ფოტოკონკურსები, ფოტოგამოფენები, პრინტის საერთაშორისო ფესტივალი, ხელნაკეთი ნივთებისა და კულინარიული გამოფენები, წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

საღამოს, ბათუმის ხელოვნების ცენტრი ქართველ მსახიობებსა და მომღერლებს ბათუმურ შეხვედრებზე უმასპინძლებს.

ბათუმობა ოფიციალურად უკვე გაიხსნა. ცერემონიას ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღის ამბები