წუთიერი ხმაური - ამ სლოგანის ირგვლივ გაერთიანდნენ მორაგბე გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის ნუცა გუნცაძის მეგობრები. მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებაზე გაიყიდება სხვადასხვა ნივთი, ტკბილეული და ნახატი.
საქველმოქმედო აქციის მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეები და მომღერლები იზრუნებენ. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კი მთლიანად ნუცას და გიორგის ანგარიშზე გადაირიცხება.
ახალგაზრდა წყვილი 21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავდა, მათ მკურნალობა და ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდებათ, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.