20 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
გლდანში "ბალავარის" მშენებარე ობიექტის მუშებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა

ფიზიკური დაპირისპირება გლდანში. ინციდენტი მერის კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობისა და სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ბრალდებას მოჰყვა. ერთმანეთს ბოჭორიშვილის ქუჩაზე შპს ბალავარის მშენებარე ობიექტის მუშები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ.

მოსახლეობის თქმით, მშენებლობიდან, რომელიც კანონდარღვევით გრძელდება, სამშენებლო მასალა ცვივა, რაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ადგილობრივების ინფორმაციით, შენიშვნის მიღების შემდეგ, მუშამ ერთ-ერთ ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საჭირო გახდა დაშავებულის ჰოსპიტალიზაცია.

ფაქტის შესწავლა სამართალდამცველებმა დაიწყეს. შპს ბალავარის მიერ ობიექტის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ადგილობრივების საჩივარს კი სასამართლო განიხილავს. ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, მშენებლობა ქალაქის მერისა და მისი ძმის კორუფციული გარიგების შედეგად გრძელდება.

დღის ამბები