20 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა ნაცემია

დემურ სტურუას დედა ნაცემია. სამტრედიელი ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის გამოძიების პარალელურად, სამართალდამცველები ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნინო ჯოჯუას კითხავენ.

სტურუას დედა კურიერთან სატელეფონო საუბრისას მომხდარის დეტალებს ყვება და უშუალოდ საქმის ერთ-ერთ მოწმის დავით ნაცვლიშვილის მხრიდან მასზე ანგარიშსწორების ფაქტზე საუბრობს. მას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.

„პოლიციის თანამშრომელი მისულა ამ დავით ნაცვლისშვილთან და უთქვამს ნონა გააჩერეო. ეს ვთქვით ჩვენ და პროკურატურაში დაიბარეს დაკითხვაზე. ამის გამო გაგიჟდა, რომ რატომ მახსენეთ მეო. მომივარდა და მცემა. ექსპერტიზაზეც ვიყავი, ისე ცუდად ვიყავი ცოცხალი თუ გადავრჩებოდი არ მეგონა,“ - აცხადებს გარდაცვლილის დედა.

უფლებადამცველები მომხდარის გამო სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებენ, დროულად მოხდეს საქმის გამოძიება.  

„ცემის მოტივი შესაძლოა, უკავშირდებოდეს დემურ სტურუას თვითმკვლელობას, რადგან ამ გამოძიების ფარგლებში, ამ ადამიანს ქონდა უკვე ჩვენება მიცემული. მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა უპირველესყოვლისა უზრუნველყონ ნონა სტურუას და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება, რათა შემდგომში აღარ ქონდეს მსგავს ფაქტებს ადგილი. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ცემის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს სამტრედიის პოლიცია, რაც არ არის ოპტიმალური, რადგან ამ უწყების მიმართ არსებობს ბუნებრივი უნდობლობა ოჯახის წევრების მხრიდან და საჭიროა საქმე გადაეცეს პროკურატურას,“ - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე.

დავით ნაცვლისშვილი დაკავებული არ არის. ის ამ დროისთვის საგამოძიებო უწყებას იმყოფება დაკითხვაზე.

დღის ამბები