20 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
შეუსრულებელი დაპირება - იპოთეკით დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ

იპოთეკარები ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებით უკმაყოფილოები არიან. ისინი ყოფილი პრემიერის იმ განმარტებებმა გააღიზიანა, სადაც ივანიშვილმა იპოთეკარებისთვის პრობლემის გადაჭრაზე დაპირება უარყო.

აჭარის ხელმძღვანელის არჩილ ხაბაძის მიერ პრობლემის მოგვარებას გამორიცხავენ აჭარაში იპოთეკით დაზარალებულები. ისინი ამბობენ, რომ 4 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრაც კი ვერ შეძლეს. იპოთეკით დაზარალებულები შიშობენ, რომ გამოსახლების პროცესი, რომელიც წინასარჩევნოდ შეჩერდა, 8 ოქტომრის შემდეგ გაგრძელდება.

რატომ არ ხერხდება იპოთეკით დაზარალებულთათავის შეღავათების დაწესება, მთავრობას პასუხი არ აქვს. კომენტარს არ აკეთებს არც აჩილ ხაბაძე.

ხელისუფლების მხრიდან პრობლემის მოგვარების პოლიტიკური ნების არარსებობოზე საუბროენ ექსპერეტები. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ყოფილი პრემიერი წინასაარჩევნოდ ხმების დაგროვებას დემაგოგიური განცხადებებით ცდილობს.

 

ავტორი: ნატა მახვილაძე.

დღის ამბები