20 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
"პოლიტიკური ნეიტრალიტეტი პოლიციის სისტემაში"-ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კვლევა

პოლიტიკური ნეიტრალიტეტი პოლიციის სისტემაში - ამ სახელწოდების კვლევას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი დღეს წარმოადგენს.

კვლევამ აჩვენა, რომ პოლიცია ინერტულია, როდესაც პოლიტიკურ აქტივისტზე ან საზოგადოებრივ ჯგუფებზე ძალადობა ხორციელდება.

კვლევის არეალში მოხვდა კორცხელის ინციდენტი, ასევე ზეწოლის ფაქტები პოლიტიკურ ოპონენტებზე.

6 თვის განმავლობაში ჩატარებულ მონიტორინგზე დაყრდნობით, ორგანიზაციაში პოლიციის ახალი რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

„ერთ-ერთი მთავარი მიგნება არის ის, რომ დღეს პოლიციის სისტემას არ აქვს მყარი საფუძველი დეპოლიტიზირებისთვის. მიუხედავად ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებისა, ვფიქრობთ, საჭიროა ახალი რეფორმის დაგეგმვა,“- აღნიშნა სოფო ვერძეულმა.

დღის ამბები