20 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
პრორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ არასამთავრობოები ერთიანდებიან

პრორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ არასამთავრობოები ერთიანდებიან. კოალიციის პრეზენტაცია დღეს იგეგმება და მისი მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობაა, იმის შესახებ თუ რატომ არის აუცილებელი საქართველოსთვის ევროკავშირთან და დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კოალიციის შექმნის აუცილებლობას ბოლო პერიოდში გააქტიურებულ პრო რუსულ პროპაგანდას უკავშირებენ.

"მიზანია, რამენაირად გავუმკლავდეთ ჩვენი მხრიდან იმ გააქტიურებულ რუსულ პროპაგანდას, რომელიც სულ უფრო მეტ ძალას იკრებს,“ - აღნიშნავს სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი. 

დღის ამბები