20 ნოემბერი 2024,   00:56
ვრცლად
"პოლიტიკური ნეიტრალიტეტი პოლიციის სისტემაში"- კვლევაში პოლიციის ინერტულობაზეა საუბარი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი პოლიციის შესახებ კვლევას აქვეყნებს. დოკუმენტში პოლიტიკური ნეიტრალიტეტი პოლიციის სისტემაში ნათქვამია, რომ პოლიცია ინერტულია, როდესაც პოლიტიკურ აქტივისტზე ან საზოგადოებრივ ჯგუფებზე ძალადობა ხორციელდება.

კვლევაში მოხვდა პარტიზანი მებაღეების ხმაურიანი აქციები და ნატა ფერაძის იძულებით გადაყვანა ნარკოშემოწმებაზე. ასევე კვლევაში მოხვდა შუალედური არჩევნების დროს კორცხელში მომხდარი დაპირისპირება.

პოლიციის მხრიდან არაეფექტური რეაგირების კონტექსტში კვლევაში ასევე მოხვდა ძალადობის შემცველი ციხის კადრების საჯარო ჩვენებები. 

ადამიანის უფლებებისა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი მიუთითებს, რომ პოლიცია არ არის პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, პოლიციის ქმედება ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზებულობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.

დღის ამბები