არასამთავრობო ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ პოლიცია არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან, მეტიც ისინი ფიქრობენ, რომ უნდა მოხდეს შს მინისტრის უფლებების შეზღუდვა, რომელსაც მათი თქმით, ამ ეტაპზე შეუზღუდავი უფლებები აქვს პოლიციაზე, ამავე დროს ის არის პოლიტიკური ფიგურა.
მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს შს სამინისტროს, როგორც შიდა, ასევე გარე კონტროლის გამკაცრება.
"პოლიცია დღეს არის პოლიტიზაციის რისკის ქვეშ. სისტემური ანალიზი უბიძგებს პოლიციას, რომ იყოს პოლიტიზირებული. მინისტრს აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება საპოლიციო სტრუქტურებზე, ძალიან მაღალია რისკი და ცდუნება, რომ
კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს,"- აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.