ირმა ინაშვილი, სამართალდამცავებს მიმართავს და საარჩევნო ბლოკის ანალიტიკური ცენტრის კომპიუტერებზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება მოითხოვს. ინაშვილის ვარაუდით კომპიუტერებიდან წაღებულია ამომრჩეველთა შესახებ არსებული პირადი ინფორმაცია და ასევე მოხდა მოსასმენი აპარატურის მონტაჟი.
საარჩევნო ბლოკის ოფისში დღესვე დაასახელეს 11 მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელთა შორის 2 პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული და 2 ქალია.
„გუშინ ღამით, ჩვენი ანალიტიკური ცენტრის კომპიუტერები დააზიანეს, მოხდა ქურდობა, წაღებულია ინფორმაცია, ჩვენი საინფორმაციო ბანკიდან. მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა ინაშვილმა.