20 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ნგრევის საფრთხის წინაშე დგანან - დამეწყრილი სოფლები აჭარაში

ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანის მცხოვრებლებს მეწყერის გამო სახლები ენგრევა. მათ შორის რეზო ეჟვაძეს, რომელიც დანგრეული სახლის შეკეთებას ხელისუფლებას სთხოვს, თუმცა ამბობს, რომ მან თითქმის ყველა შესაბამის უწყებას მიმართა და მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

„ადგილობრივ ხელისუფლებასაც მივმართე. მე რომ აჭარის მთავრობაში სამართალი ვერ ვნახე საქართველოს მთავრობას იმიტომ მოგმართეთ მეთქი, მაგრამ გამითიშეს ტელეფონი. მრჩება მხოლოდ ერთი გზა, რომ თუ ჩემი სახლი დაინგრევა და შიგ მოვყვები ეს არის ჩემი ბოლო გზა,“ – აცხადებს რეზო ეჟვაძე.

მეწყერის გამო სახლი ენგრევა ხულოს რაიონში სხვა მაცხოვრებლებსაც, მათ შორის არის ემზარ მელაძე. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

მეწყერსაშიში ზონაა სოფელი ქედაც, სადაც სახლები ასევე ინგრევა. როგორც ალიოშა ქიწინიძე კურიერთან საუბრისას აცხადებს, მან არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის, თუმცა უთხრეს, რომ „არჩევნებში ვინც გაიმარჯვებს ის გაგიკეთებსო,“ - ქიწინიძე კონკრეტული გვარების დასახელებას ერიდება და ამბობს, რომ ამ საკითხზე ღიად საუბრის გარკვეული შიში აქვს.

ავტორი: თამარ ბაღაშვილი.

დღის ამბები