20 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
ხმაურიანი დაკავებები თბილისში - კალაძეს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებენ

ხმაურიანი დაკავებების შემდეგ იარაღის უკანონო შენახვაში ბრალდებულების ახლობლები ბოლო დღეებში განხორციელებულ სატელეფონო ზარებს იხსენებენ.

ფეიქრიშვილები პირდაპირ შანტაჟსა და მუქარაში ქვეყნის ვიცე-პრემიერს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით სწორედ კახი კალაძის დავალებით ითხოვდნენ გიორგი ფექრიშვილისგან ქვეყნის დატოვებას.

რაც შეეხება იარაღს, ორივე ოჯახში დეტალურად აღწერენ, თუ რა ვითარებაში მოხდა სამართალდამცველების მხრიდან სახლებში ავტომატისა და პისტოლეტის შეტანა.

დაკავებული ნიშნიანიძის მეუღლემ იმ პოლიციელის ფოტოსურათიც გაავრცელა, რომელმაც მისი მტკიცებით იარაღი ჩაუდო. ნუკა ჩიკვაიძე ამბობს, რომ ის სანდრო ბარამაშვილია.

დაკავებულების ოჯახის ბრალდებებზე კახა კალაძემ, რომელიც ვიზიტით სომხეთში იმყოფება კომენტარი არ გააკეთა.

დაკავებულების ოჯახის წევრებმა დღეს  ის ვიდეოებიც გაავრცელეს, სადაც მათი მტკიცებით ჩანს, თუ როგორ უთვალთვალებენ ავტომობილებით მათ სახლებთან. მათი თქმით თვალთვალი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. 

შს სამინისტროში ბრალდებებისთვის პასუხი არ გაუციათ. 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.

დღის ამბები