20 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
მანდარინის მოსავლის რეალიზაციის პრობლემები აჭარაში და დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობა

აჭარის რეგიონში ადგილობრივებს მანდარინის მოსავალი ულპებათ. როგორც ისინი კურიერთან საუბრისას აცხადებენ, მანდარინის რეალიზაცია წელს ყველაზე მეტად გაჭირდა.

სოფელ ხუცუბნის მაცხოვრებელი რეზო ცეცხლაძე ყვება, მოსახლეობა იძულებულია მანდარინი ძალზედ იაფად გაყიდოს, რადგან სხვა შემთხვევაში მოსავალი დაულპებათ და გადასაყრელი გაუხდებათ.

ციალა ბერიძე კი აცხადებს, რომ მანდარინის მოვლას თანდათან აზრი ეკარგება, რადგან შესაწამლი ფულის ამოღებაც კი უჭირთ. ადგილობრივი ხელისუფლება კი მოსახლეობას მოსავლის რეალიზაციაში არ ეხმარება.

ავტორი: თამარ ბაღაშვილი.

დღის ამბები