20 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ცესკოში მაჟორიტარი კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენა 24 საათში დასრულდება

მაჟორიტარი კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის ვადა იწურება. საარჩევნო სუბიექტებმა მონაცემები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხვალ 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ. ხვალიდან საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებას იწყებს.

ბარათის მეშვეობით ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს საარჩევნო სიებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია.

უზუსტობის აღმოჩენის შემთვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისთვის მიმართვა 22 სექტემბრის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

დღის ამბები