პირველი საქართველოში და მეოთხე კავკასიის ქვეყნებს შორის - ხელოვნების სასახლეს ახალი მისამართი აქვს. თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმი, მრავალწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, google-ის კულტურის ინსტიტუტშია.
მსოფლიოს ყველაზე დიდ ვირტუალურ საგამოფენო სივრცეში პირველი ქართული ექსპოზიციაც განთავსდა.
Google-ის კულტურის ინსტიტუტი ვირტუალურ სამყაროში, ყველა კონტინენტიდან სახელოვნებო დაწესებულებებს აერთიანებს.
რამდენიმე თვეში google მასშტაბური პროექტისთვის ემზადება - მოდისადმი მიძღვნილ დიდ ვირტუალურ ექსპოზიციაში ხელოვნების სასახლე მონაწილეობს.
ავტორი: მაია ლომიძე