გურჯაანში საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე იატაკი და ჭერი ჩავარდა. დაშავებას შემთხვევით გადაურჩა ინციდენტის დროს სახლში მყოფი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი.
ბინაში დანგრეულია სამზარეულოსა და სააბაზანოს კედლებიც.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნგრევა ამორტიზირებულმა საყრდენებმა და წყლის მილების არასწორმა მონტაჟმა გამოიწვია.
მომდევნო სართულების მაცხოვრებლები შიშობენ, რომ კორპუსში ცხოვრება საფრთხის შემცველია. ისინი დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. გურჯაანის გამგეობაში კი მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ კეთდება.