შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი, გივი მიქანაძე წარუდგინა.
მინისტრმა აკადემიის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სამომავლო გეგმებსა და პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნლეობაზე ისაუბრა.
გივი მიქანაძემ უახლოეს პერიოდში დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.