ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სერგო რატიანმა და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პეტრე ცისკარიშვილმა ადგილობირვებთან ერთად გლდანში არსებულ ელექტრონული ფულის მწარმოებელ კომპანიასთან აქცია-ბრიფინგი გამართეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ შპს ტექნოლოჯი პარკის უკან, რომელსაც თბილისში 18 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვთი 1 ლარად გადაეცა, ბიძინა ივანიშვილი დგას. მათი განმარტებით, ეს ტერიტორია სახელმწიფომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონად გამოაცხადა, აქ მომუშავე ინვესტორი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერის მხრიდან ეს არის საკუთარ კეთილდღეობასა და ბიზნეს ინტერესებზე სახელმწიფო კანონების და რეგულაციების მორგების კლასიკური ნიმუში.
შპს ტექნოლოჯი პარკი ბითფურის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ელექტრონულ ფულს აწარმოებს.