20 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
რეაბილიტაციის შემდეგ, ლევან გოთუას სახელობის სკვერი დღეს გაიხსნა

ლევან გოთუას სახელობის სკვერი რეაბილიტაციის შემდეგ, დღეს თბილისის მერმა, მწერლის ოჯახის წევრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნა.

დასასვენებელ ადგილას მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილის ავტორობით შექმნილი მწერლის მონუმენტი დაიდგა. სკვერში საბავშვო მოედანი და ატრაქციონები მოეწყო, დამონტაჟდა განათება. 

გოთუას ქუჩაზე მდებარე სკვერის რეკონსტრუქციისთვის ბიუჯეტიდან 186 ათასი ლარი გამოიყო.

დღის ამბები