კონტრაფაქციული წიგნების წინააღმდეგ, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მოძრაობას იწყებს.
ასოციაციის წევრები მოუწოდებენ მშობლებს არ შეიძინონ ფალსიფიცირებული ლიტერატურა. მათი განცხადებით, ასეთი წიგნები ბავშვების ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ასევე მოუწოდებენ გარე მოვაჭრეებს უარი თქვან ფალსიფიცირებული წიგნების გაყიდვაზე. ასოციაცია ფალსიფიცირებული წიგნების დაბეჭდვა - რეალიზაციის ფაქტების შესწავლას იწყებს.
არ არის გამორიცხული, მათ საქმეები გამოსაძიებლად სამართალდამცავებს გადასცენ.