საფრანგეთი ოფიციალურ თბილისს საჰაერო სივრცის გაკონტროლებაში დაეხმარება.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს პირადად დაუდასტურა, რომ ოფიციალური პარიზი თბილისს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება. პრეზიდენტის სასახლეში ჟან ივ ლე დრიანს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა მინიშნება, რომ სამხედრო დახმარება, რომელსაც საქართველო საფრანგეთისგან მიიღებს, საჰაერო თავდაცვისთვის იქნება განკუთვნილი ღიად გააკეთა.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ორდღიანი ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ თბილისში პარიზიდან წლის ბოლოს ექსპერტიც ჩამოვა და ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სტრატეგიის დაგეგმვაში დაეხმარება.
ის, რაც მმართველი ძალამ საკუთარ წარმატებად შეაფასა, კრიტიკის საფუძველი გახდა ყოფილი თავდაცვის მინისტრისგან. თინა ხიდაშელის თქმით, თბილისი საჰაერო თავდაცვის სისტემებს მისი აქტიური მუშაობის გამო იღებს.
ნაციონალურ მოძრაობაში ფრანგული შეიარაღების შესყიდვას დადებითად აფასებენ, თუმცა მთავრობას ამ მიმართულებით დაშვებულ კონკრეტულ შეცდომებზე მიუთითებენ.
ავტორი: დავით კაკულია.