ცნობილი სკანდინავიელი არქიტექტორის არნე იაკობსენის და ქართველი დიზაინერების - ანუკა თავართქილაძის, ზვიად სურგულაძის, ია ქუთათელაძის და სანდრო ლომინაშვილის მიერ შექმნილი სკამების გამოფენა თბილისში.
იაკობსენმა ლეგენდარული კვერცხის ფორმის სკამები პირველი დიზაინ სასტუმროსთვის - რადისონ ბლუ როიალ კოპენჰაგენისთვის შექმნა 1958 წელს. სკამების შექმნა მის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევა.
საკონკურსო 66 ათასი სკამიდან შერჩეული 15 საუკეთესო მინიატურული ნამუშევრის გამოფენას დღეიდან Radisson Blu Iveria 24 სექტემბრამდე უმასპინძლებს.
ავტორი: სალომე ბენაშვილი.