გადავარჩინოთ ლევილი! ამ სახელწოდების პეტიციას ავრცელებს საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი. კურიერთან საუბარში ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მათი უფლებები უგულვებელყოფილია.
ისინი მოითხოვენ შეიქმნას საქართველოს მთავრობისაგან და ლევილის მამულის ფიქტიური მფლობელებისაგან, დამოუკიდებელი კომისია, რათა ლევილის მამულის მომავალი განისაზღვროს ექსკლუზიურად ქართველი ერის ინტერესებიდან გამომდინარე.
ისინი ასევე პრეტენზიებს გამოთქვამენ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები, გარიგებები და შეთანხმებები გაუმჭვირვალედ მიმდინარეობდეს.
დიასპორის მინისტრის თქმით, ლევილის მამული სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოს დაუბრუნდება და აცხადებს, რომ გაუგებარია ზურაბიშვილის პრეტენზიები.