არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლმა 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მობილიზებული თანხის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, საკუთარი ანგარიში გაასაჯაროვა. ორგანიზაციას თანხების ხარჯვასა და კომპენსაციების გაცემის პროცესთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
დოკუმენტში ასევე საუბარია სალიკვიდაციო სამუშაოებსა და საკანონმდებლო ბაზის ხარვეზებზეც. ანგარიშში მოხვდა ის ხუთი დაზარალებული ოჯახიც, რომელსაც დღემდე არ მიუღიათ კომპენსაცია.
„პრობლემას წარმოადგენს საკრებულოს დადგენილება, რომელიც ვერ არეგულირებს ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც არსებობდა ამ ზონაში. შესაბამისი ცვლილების პროექტი ჩვენ წარდგენილი გვაქვს საკრებულოში და მიმდინარეობს ამის განხილვა, მაგრამ პრობლემაა ის, რომ ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა. იანვრიდან მოყოლებული ეს საკითხი საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი,"- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის კონსტიტუციის 42-ე მუხლის გამგეობის თავმჯდომარემ დიმიტრი ხაჩიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშს გამოეხმაურნენ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში. განმარტებები სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ გააკეთა.