ცესკო-ს მიერ ჩვენი საქართველოს რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ პარტიის წევრმა ოსური დიასპორიდან, ზაზა ლაზაროვმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. პარტიის წევრების ინფორმაციით, ის დღეს გარდაიცვალა.
პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ლაზაროვი ორი დღის განმავლობაში შიმშილობდა. დღეს კი შედეგად შეუძლოდ გახდა და საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ზაზა ლაზაროვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ამ წუთებში ცესკო-სთან საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილები არიან მრეწველებისა და ჩვენი საქართველოს წევრები. ისინი რეგისტრაციიდან მოხსნას აპროტესტებენ.