20 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
13 ივნისის სტიქიიდან 1 წელი და 3 თვე - 41 ოჯახი ისევ კომპენსაციის მოლოდინში

13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლისა და სამი თვის შემდეგ, საცხოვრებელი სახლების განადგურების შემდეგ, ზარალის ანაზღაურებას 5 ოჯახი ელოდება. მათი თქმით, არცერთ მათგანს კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღია.

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომისია მათ ჯამში 180 ათას ლარს სთავაზობს. დაზარალებულების თქმით, ეს თანხა მათ რეალურ ზარალს არ შეესაბამება.

სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოლოდინშია დაზარალებულების კიდევ ერთი ნაწილი. დაზარალებულები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და დახმარების მოლოდინში არიან.

სად და როგორ დაიხარჯა დაზარალებულების დასახმარებლად გამოყოფილი თანხა, ამას კონსტიტუციის 42-ე მუხლი არკვევდა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს 1-წლიანი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართის შესაბამისი ფულადი დახმარება ამ დრომდე 41-მა ოჯახმა ვერ მიიღო. კვლევის ავტორების თქმით, ინფორმაცია ხარჯთაღრიცხვის შესახებ რთული მოსაპოვებელი აღმოჩნდა.

მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილ წესზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მათ ყველა დაზარალებული ოჯახი განიხილეს და დააკმაყოფილეს.

სტიქიიდან 1 წლისა და სამი თვის შემდეგ დაზარალებულთა ნაწილს საქმე სასამართლოში აქვს, მეორე ნაწილი კი ზარალის ანაზღაურებას მერიისა და საკრებულოსგან ამ დრომდე ცდილობს.

მკვლევარების ინფორმაციით ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად სულ 242 ოჯახი დაზარალდა.

 

 

ავტორი: ვანო გავაშელი

დღის ამბები