ბაგა-ბაღებში ბავშვთა რეგისტრაციის ფორმას აპროტესტებენ მშობლები რუსთავში. ისინი ვითარების გასარკვევად ქალაქის მერიაში მივიდნენ.
მათი განცხადებით, სისტემა გაუმართავია და ბავშვები ბაგა-ბაღებში შერჩევითი პრინციპით მიიღეს.
წელს რუსთავის ბაღებში სულ ათას 200-ზე მეტი ბავშვი მოხვდა, ათას 900 კი რეზერვში დარჩა.
ამ საკითხზე განმარტებები გააკეთა რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა. ეკატერინე ხუციშვილი ამბობს, რომ რეზერვი გარეთ მყოფი ბავშვების ზუსტი რაოდენობის დასადგენად და ახალი ჯგუფების გახსნის მიზნით გაკეთდა.