პრემიერის განცხადებას, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქმნის ე.წ. ჯგუფებს, რომ ქვეყენაში მოხდეს დესტაბილიზაცია და არეულობების მოწყობა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს დაასახელა.
საქართველოს ერთგულების სახელით წევრები განმარტავენ, რომ ისინი არანაირ არეულობას არ გეგმავენ და კონკრეტულ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავენ, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან.
მეტიც, ორგანიზაციის წევრები პრემიერის განცხადებას შემზარავს და შემაშფოთებელს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათი გაერთიანების მიზანი და იდეა საქართველოს ევროინტეგრაციაა.