სოფელ ჯუგაანის მოსახლეობას შეხვდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. დავით ბაქრაძემ, ირმა ნადირაშვილმა და პარტიის დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს.
კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო და გამარჯვების შემთხვევაში, დახმარებას დაპირდა.
შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემაც.
„ქართული ოცნების უნიათობა აქაც ისე ჩანს, როგორც ყველგან სხვაგან. 8 ოქტომბერს ყველამ ერთად უარი უნდა ვუთხრათ უნიათობას, უკუსვლას,“ - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.