საპარლამენტო არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, შს მინისტრის მიერ გამოცემულ სპეციალურ ბრძანებას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. საქართველოს რეფორმების ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე სხვადასხვა შს მინისტრმა გააკეთა, თუმცა გამოძიება არასდროს დასრულებულა.
მეტიც, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თუ სამინისტროს აქვს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, აქამდეც უნდა ემოქმედა და მიეღო შესაბამისი ზომები.
"თუ კი რაიმე ინფორმაცია, რეალური გააჩნდა შს სამინისტროს, აქამდე უნდა მიეღოთ ზომები. ფაქტი იქნება ის, რომ ეს განცხადებები საზოგადოებას უფრო დაძაბავს" - აცხადებს ორგანიზაციის წევრი პაატა გაფრინდაშვილი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში კი იმედს გამოთქვამენ, რომ სამინისტრო დარჩება გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.