დღეს თბილისში სავარაუდოდ ბუნებრივი აირით 15 ადამიანი მოიწამლა, მათგან 11 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
2 მოქალაქე, ქალბატონი და მამაკაცი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილები. კლინიკაში რუსთავი 2-თან საუბრის დროს აღნიშნეს, რომ ორივე პაციენტს მსუბუქი ინტოქსიკაციის ფორმა ჰქონდათ. სპეციალისტების დახმარების შემდეგ კი ორივე მოქალაქე სახლში გაწერეს.