რამდენიმე საათის წინ გორში სატვირთო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტი ელექტროფიკაციის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ელმავლის ძრავში ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია.
ცეცხლის ლოკალიზებას და ლიკვიდაციას 2 სამაშველო და სახანძრო სამსახურის ჯგუფი ცდილობდა.
როგორც სამაშველო სამსახურში განმარტავენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და მეხანძრე მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად შეძლეს.
ვიდეო რუსთავი 2-ს მოქალაქემ მიაწოდა.