დემურ სტურუას ოჯახი და ახლობლები კი დღეს სამტრედიის პოლიციის განყოფილებასთან აქციის გამართვას გეგმავენ.
ისინი განყოფილების უფროსისა და თანამშრომლების თანამდებობებიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქცია ოჯახმა სპეციალურად დემურ სტურუას გარდაცვალების 40-ე დღეს დაამთხვია.
ისინი დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვენ, რომ მაქსიმალური სასჯელი შეეფარდოს დაკავებულ პოლიციელს გოდერძი თევზაძეს, რომელიც ორი დღის წინ ჩაბარდა გამოძიებას, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბრალს არ აღიარებს.