20 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
პატარიძის ქუჩის მაცხოვრებლები სკვერში ტრენაჟორების დემონტაჟს აპროტესტებენ

ვაზისუბნის დასახლებაში, პატარიძის ქუჩის მაცხოვრებლები სკვერში ტრენაჟორების დემონტაჟს აპროტესტებენ.

მოსახლეობის თქმით სხვა ადგილზე მათი გადატანის გადაწყვეტილება ისნის რაიონის გამგეობამ მიიღო, რადგან სკვერში მშენებლობა იგეგმება.

მოსახლეობას შეხვდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.

მათ შორის ნაციონალური მოძრაობიდან გოგა ონიანი, დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი პეტრიაშვილი და ქართული ოცნების მაჟორიტარი ირაკლი აბუსერიძე.

ონიანსა და ქართული ოცნების ერთ-ერთ მხარდამჭერს შორის შელაპარაკებაც მოხდა, ოცნების მხარდამჭერმა ონიანი მოსახლეობის მოტყუებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტრენაჟორები არა სხვა ქუჩაზე, არამედ იმავე პარკში სხვა ადგილას გადააქვთ.

სადაო საკითხზე განმარტებები გაკეთდა ისნის გამგეობაშიც.

დღის ამბები