საქართველოში სასწავლო პროცესი დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა 54 000-ია, კერძო სკოლებში კი 6 400. პირველკლასელებმა უკვე მიიღეს სახელმძღვანელოები და გაუმჯობესებული კომპიუტერები.
სასწავლო პროცესი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 10 საჯარო სკოლაში არ დაწყებულა, როგორც სამინისტროში აცხადებენ მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
განათლების მინისტრმა სწავლის დაწყება დღეს ე.წ. კომაროვის სკოლის მოსწავლეებს მიულოცა, შს მინისტრმა კი სკოლაში შარშან ბორჯომში მოკლული პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის, შვილი მიიყვანა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ კი დღეს სკოლაში იმ სამხედროს შვილი მიიყვანა, რომელიც დონეცკში შეტაკებების დროს დაიღუპა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, საარჩევნო სიის მეორე ნომერმა, სანდრა რულოვსმა კი სასწავლო პროცესის დაწყება სოფელ კოკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიულოცა.
ავტორი: თეონა ცხომელიძე.