უამინდობის მიზეზით ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება კახეთის რეგიონის 5 ათასამდე აბონენტს.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით დაზიანებულია ლაგოდეხის, ყვარელის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 10 კილოვატიანი ელექტრო გადამცემი ხაზები.
დაზიანება უკვე აღმოფხვრილია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში და იქ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღუდგება.
სხვა დაზიანებულ უბნებზე კი ტექნიკური ჯგუფები ამ წუთებშიც მუშაობენ.