20 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
13 ივნისის სტიქიით დაზარალებული 5 ოჯახი კომპენსაციას ითხოვს

აქცია გაიმართა დღეს მთავარ პროკურატურასთან. უწყებასთან 13 ივნისის სტიქიის დრო დაზარალებულები შეიკრიბნენ. საუბარია 5 ოჯახზე, რომელიც კომპენსაციას ითხოვს.

დაზარალებულებს დღეს პროკურატურის წარმომადგენლები შეხვდნენ, რის შემდეგაც აქცია დაიშალა.

„მთავარი პროკურორის მამუკა ვასაძისგან მივიღეთ დაპირება, რომ საქმე ვაკის პროკურატურიდან გადაეცემა მთავარ პროკურატურას, გამოსაძიებლად. ეს გამარჯვებად შეიძლება შეფასდეს, თუმცა ორშაბათს გაიმართება შეხვედრა საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლებთან ადვოკატის და სხვა მხარეების და ორშაბათის შეხვედრის შემდეგ მივხვდებით ჩვენ თუ რამდენად რეალური იქნება პროკურატურის ქმედებები ამ საქმესთან დაკავშირებით და აპირებენ თუ არა მართლაც ისინი დროულად დაასრულონ გამოძიება,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

დღის ამბები