სკოლა ოლიმპის დამფუძნებელი თბილისის მერიას პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. მამუკა გუგეშაშვილის თქმით, მერია მას დანგრეული საფეხბურთო მოედნის აღდგენას სასწავლო წლის განახლებისთვის დაპირდა, თუმცა დღეს ტერიტორიაზე ისევ კორპუსის მშენებლობისთვის განკუთვნილი სამშენებლო მასალებია.
საფეხბურთო მოედნის დანგრევა დღეს ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმაც გააპროტესტა. პეტრე ცისკარიშვილი მოედნის აღდგენას ითხოვს და თბილისის მერიას და მმართველ ძალას აკრიტიკებს.
სკოლის დირექტორი კი სპორტსმენებს გვერდში დგომისკენ მოუოდებს.
ბრალდებებს თბილისის ვიცე მერი ირაკლი ლექვინაძე გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ სტადიონის აღდგენის მზაობა არსებობს, თუმცა მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება.
"მოლპარაკების რეჟიმი მიმდინარეობს. მზაობა, რომ აღდგეს სტადიონი, არსებობს, მაგრამ ორივე მხარის ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული,"- განაცხადა ლექვინაძემ.