ქართველი დიზაინერები საქველმოქმედო შოურუმისთვის ემზადებიან - 21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის გზაზე, ავტოავარიის შედეგად დაშავბულ მორაგბე გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის დასახმარებლად ქართველი დიზაინერები გაერთიანდნენ.
წყვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მათ ხანგრძლივი რეაბილიტაცია და ამისთვის 160 ათასი დოლარი სჭირდებათ.
20-მდე ქართველმა დიზაინერმა საკუთარი კოლექციებიდან სურვილისამებრ, ნამუშევრები საქველმოქმედო შოურუმისთვის გამოყო.
ქართველი დიზაინერების სხვადასხვა კოლექციების საქველმოქმედო შოურუმი ხვალ საღამოს 8 საათზე სასტუმრო რუმს თბილისში გაიმართება.
ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი