აფხაზეთში დაღუპული 17 მებრძოლი სამხედრო პატივით დაკრძალეს. მათი ნეშტი გუშინ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. დაღუპულები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
“მათი გადმოსვენება მოხდა აფხაზეთიდან, იდენტიფიცირება და ისინი დღეს მიებარნენ მიწას, ასე რომ მშობლებს ეცოდინებათ სად მიაკოთხონ შვილების საფლავს, თუ პირიქით, შვილებმა მშობლების საფლავს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
განცხაბება გააკეთა თავდაცივს მინისტრმა ლევან იზორიამაც.
„ამ ბიჭებმა ჩვენ დაგვიტოვეს ძალიან დიდი ვალდებულება, სასიცოცხლო დანიშნულება, ვემსახუროთ იმ საქმეს ერთგულად, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჰქვია,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.