20 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
გრაკლიანის გორაზე 11-10 საუკუნეებით დათარიღებული საკულტო სტელა აღმოაჩინეს

კიდევ ერთი აღმოჩენა გრაკლიანის გორაზე. არქეოლოგებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 11-10 საუკუნეებით დათარიღებული საკულტო სტელა იპოვეს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე უძველესი ცივილიზაციის კერა იყო.

თიხის კონსტრუქციას, ვერძი თავის სკულპტურული გამოსახულებით, არქეოლოგებმა ტაძრის ცენტრალურ ნაწილში მიაკვლიეს. იქ, სადაც ჯერ კიდევ უცნობი დამწერლობის ნიმუშებია შემორჩენილი.

გრაკლიანის გორაზე უახლესი აღმოჩენა ამჟამად დაკონსერვებულია. უძველესი სტელა არქეოლოგიურ ობიექტზე უკვე მეორე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. მანამდე აქ ექსპედიციის წევრებმა, მათი შეფასებით, დამწერლობის უძველეს ნიმუშებს მიაკვლიეს, რაც მთლიანად ცვლის არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო დამწერლობის ისტორიას.

შეგახსენებთ, რომ არქეოლოგიური გათხრები გრაკლიანის გორაზე 2007 წლიდან მიმდინარეობს. ადგილზე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარი ექსპედიცია მუშაობს.

ავტორი: მარიამ შანშიაშვილი

დღის ამბები