ეკონომიკურ საკითხებზე დებატები გაიმართა დღეს პოლიტიკურ პარტიებს შორის. შეხვედრაზე არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლებმა ეკონომიკური პროგრამები და ხედვები კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა ქართულმა ოცნებამ.