20 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
დემურ სტურუას გარდაცვალება - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც შეკრება ორგანიზაცია თეთრი ხმაურის ინიციატივით დაიგეგმა.

„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა,“ - დღეს სიმბოლურად, სახელმწიფო კანცელარიის წინ, დემურ სტურუას მიერ, გარდაცვალებამდე დაწერილი სიტყვები გაანათეს. აქციის მონაწილეების მიმართვის მთავარი ადრესატი საქართველოს მთავრობაა.

აქციის მონაწილეები დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მთავრობას მათი წილი პასუხისმგებლობის გაზიარებას სთხოვენ. ორგანიზატორები ასევე მოითხოვენ, რომ სისტემაში მოხდეს ცვლილება, რადგან მათი თქმით, დემურ სტურუას საქმე არ არის ერთი შემთხვევა და ამბობენ, რომ ქვეყანაში სისტემური პრობლემაა.

„საქმე იქით ტრიალდება, თითქოს დემურ სტურუას ოჯახი იყოს დამნაშავე რამეში და კეთილსინდისიერ პოლიციელებს ჩვენ, სამოქალქო საზოგადოება ტყუილად ვდებთ ბრალს,“ - განაცხადა თეთრი ხმაურის აქტივისტმა პაატა საბელაშვილმა.

შეგახსენებთ, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე დღეს სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გოდერძი თევზაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ის აცხადებს, რომ დამნაშავე არ არის.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები