საგამოფენო სივრცეებიდან თბილისის ქუჩებში - ორ დღეში ქალაქში 300-ზე მეტი ფოტო ხელოვანის ნამუშევარი გამოიფინება, თუმცა მანამდე ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფები თბილისის ფოტო ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.
11 გამორჩეული იაპონელი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა თბილისში პირველად მოხდება. ღონისძიება ხელოვნების მუზეუმში, ხვალ საღამოს დაიწყება.
თბილისის ფოტო ფესტივალი ფოტოგრაფიის ღამის მოყვარულებს საინტერესო პროგრამას უმზადებს. საგამოფენო სივრცეების შემდეგ, ქალაქის ქუჩებში 300-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევარი 17 სექტემბერს გადაინაცვლებს.
ავტორი: სალომე ბენაშვილი