20 ნოემბერი 2024,   00:57
ვრცლად
საოკუპაციო ძალებმა გორიდან არასრულწლოვანი გაიტაცეს

საოკუპაციო ძალებმა გორიდან არასრულწლოვანი გაიტაცეს. 17 წლის ჯონი ჩოჩიშვილი სოფელ ბერშუეთთან დააკავეს. მიზეზი, სავარაუდოდ, კვლავ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაა.

ბერშუეთში მოზარდი ზემო სობისიდან სკოლაში დადიოდა. ოჯახმა მასთან დაკავშირება მას შემდეგ სცადა, რაც ბავშვმა სასწავლებლიდან დაბრუნება დააგვიანა, თუმცა ტელეფონს უკვე რუსმა ძალოვანებმა უპასუხეს.

მათი ინფორმაციით, ჯონი ჩოჩიშვილი წინაგარაში რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს. ე.წ. ჯარიმასთან დაკავშირებით ოჯახს ამ დრომდე არავინ არ დაკავშირებია.

დღის ამბები